როდესაც ადამიანი პირველად იღებს ხელში სიგარეტს,სამწუხაროდ არ ფიქრობს იმ მძიმე და სავალალო შედეგებზე,რასაც თამბაქოში შემავალი მომწამვლელი ნივთიერებებეი იწვევს. თამბაქოს მავნებლობაზე დღეს ბევრს ვსაუბრობთ.მითუმეტეს,რომ ამ მავნე ჩვევას არცთუ იშვითად ადრეულ ასაკში იძენენ ადამიანები, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.
პრობლემის არსში უკეთესად ჩაწვდომის და მისი დადებითად გადაჭრის მიზნით მოსწავლეები ამზადებენ კითხვარს მოსახლეობისათვის.პარალელურად ექიმისაგან იღებენ სათანადო ინფორმაციას თამბაქოს მოწევის რისკებთან დაკავშირებით,რასაც გამოიყენებენ სლაიდშოუს სახით პრეზენტაციის მოსამზადებლად. ამასთან მთელი კლასის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოამზადებენ პლაკატს,რომელშიც აისახება მათი დამოკიდებულება ისეთი მავნე ჩვევის შესახებ, როგორიცაა თამბაქოს მოწევა.
ძალიან საინტერესო იდეაა. სასურველია პროექტის შინაარსი უფრო კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ. გისურვებთ წარმატებებს
ReplyDeleteსაინტერესოა.სასურველი იქნება თუ მოსწავლეებს მოუწყობთ შეხვედრას ექიმთან რომელიც ურო ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
ReplyDelete