Sunday, May 31, 2015
მესამე დღის რეფლექსია
დღეს ელექტრონულ სახელმძღვანელოში გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას.შემდეგ ჩვენი პროექტის იდეის შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეთა მიზნები და ამოცანები.ვისწავლეთ ბლოგებში გვერდების ჩამატება.ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო.
სტანდარტები და ინდიკატორები
VI.8 მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.
VI.8 შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს და აღწერს მათ.
მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და ამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას(პლაკატი, აუდიო,ვიდეო მასალა.)

მოსწავლის ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- განსაზღვრონ პოლიტიკური,ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები,რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სიგარეტის მწეველ ადამიანთა რაოდენობაზე,ამ მავნე ჩვევის პრევენციასა და შემცირებაზე.
- ჩაატარონ კვლევა საზოგადოებაში და სამედიცინო დაწესებულებაში (ექიმის დახმარებით), გაანალიზონ მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ სათანადო დასკვნები.
- გამოიყენონ ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად, გასაერთიანებლად და შემდეგ აუდიტორიისათვის გადასაცემად.
Saturday, May 30, 2015
მეორე დღის რეფლექსია
დღეს ჩვენ ერთმანეთს გავაცანით შერჩეული პროექტის იდეები.მივწერეთ კომენტარები.გავაკეთეთ ბროშურის შაბლონები.
ჩემი პროექტის იდეა
როდესაც ადამიანი პირველად იღებს ხელში სიგარეტს,სამწუხაროდ არ ფიქრობს იმ მძიმე და სავალალო შედეგებზე,რასაც თამბაქოში შემავალი მომწამვლელი ნივთიერებებეი იწვევს. თამბაქოს მავნებლობაზე დღეს ბევრს ვსაუბრობთ.მითუმეტეს,რომ ამ მავნე ჩვევას არცთუ იშვითად ადრეულ ასაკში იძენენ ადამიანები, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.
პრობლემის არსში უკეთესად ჩაწვდომის და მისი დადებითად გადაჭრის მიზნით მოსწავლეები ამზადებენ კითხვარს მოსახლეობისათვის.პარალელურად ექიმისაგან იღებენ სათანადო ინფორმაციას თამბაქოს მოწევის რისკებთან დაკავშირებით,რასაც გამოიყენებენ სლაიდშოუს სახით პრეზენტაციის მოსამზადებლად. ამასთან მთელი კლასის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოამზადებენ პლაკატს,რომელშიც აისახება მათი დამოკიდებულება ისეთი მავნე ჩვევის შესახებ, როგორიცაა თამბაქოს მოწევა.

Subscribe to:
Posts (Atom)