Wednesday, June 24, 2015

მერვე დღის რეფლექსია

შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი. მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო,ავტვირთეთ გუგლდრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Tuesday, June 23, 2015

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს  მოსწავლის სავარაუდო მაშრომი განვათავსეთ ჩვენს ბლოგეზე.ვიმუშავეთ პრეოექტის  შეფასების რუბრიკაზე.ტრენერმა მოგვცა ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროექტისთვის სასწავლო პროცედურები,რაზედაც სახლში ვიმუშავებთ. .

Sunday, June 21, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული ,მაგრამ საინტერესო იყო.ჩვენს მიერ შედგენილი შეფასების დროის ჩარჩო გუგლდრაივიდან გადავიტნეთ პროექტის გეგმის შაბლონში.პაუერ პოინტში პროექტის პრეზენტაციისათვის შევქმენით სლაიდები და განვათავსეთ ჩვენს ბლოგებზე.შემდეგ დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.გეგმის შაბლონში შევიტანეთ ასვე მოსწავლის სბაზისო უნარ-ჩვევები.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, June 14, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. ელ.სახელმძღვანელოში გავეცანით პროექტის შეფასების სტრატეგიებს,დავხაზეთ შეფასების დროის ჩარჩო ჩვენი პროექტისათვის და დავიწყეთ მისი შევსება.
  ასევე ვისწავლეთ გუგლდრაივის შექმნა , მასში მუშაობა და ჩვენი საავტორო უფლებების დაცვა.

Saturday, June 13, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

პირველ რიგში თვალი გადავავლეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილ მასალას. შემდეგ ტრენერი გვესაუბრა იმის შესახებ,თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები(ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი),რის მიხედვითაც მოვახდინეთ აღნიშნული სახის კითხვების ჩამოყალიბება ჩვენი პროექტის იდეიდან გამომდინარე. კითხვები გამოვაქვეყნეთ და ერთმანეთს მივწერეთ კომენტარები.
ზოგადი შეკითხვა:

რამდენად ჯანმრთელები ვართ?


თემატური შეკითხვები:
  • რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისათვის?
  • რა უნდა გავაკეთოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად? 
  • რა იცი ნარკოტიკების ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ?
შინაარსობრივი შეკითხვები:
  • ვინ უფრო ხშირად ავადდება სასუნთქი ორგანოების დაავადებით მწეველი თუ არამწეველი ადამიანი?
  • როგორ ადამიანს ჰქვია პასიური მწეველი? 
  • რატომ არის მოწევა განსაკუთრებით მავნებელი ფეხმძიმე ქალებისათვის?

Sunday, May 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ელექტრონულ სახელმძღვანელოში გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას.შემდეგ ჩვენი პროექტის იდეის შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ  მოსწავლეთა მიზნები და ამოცანები.ვისწავლეთ ბლოგებში გვერდების ჩამატება.ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო.

სტანდარტები და ინდიკატორები

VI.8  მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.
       

VI.8 შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
     
        ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს და აღწერს მათ.

       მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და ამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას(პლაკატი, აუდიო,ვიდეო მასალა.)

       

მოსწავლის ამოცანები

     მოსწავლეები შეძლებენ:
 
  • განსაზღვრონ პოლიტიკური,ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები,რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სიგარეტის მწეველ ადამიანთა რაოდენობაზე,ამ მავნე ჩვევის პრევენციასა და შემცირებაზე.
  • ჩაატარონ კვლევა საზოგადოებაში და სამედიცინო დაწესებულებაში (ექიმის დახმარებით), გაანალიზონ მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ სათანადო დასკვნები.
  • გამოიყენონ ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად, გასაერთიანებლად და შემდეგ აუდიტორიისათვის გადასაცემად.

Saturday, May 30, 2015

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ ერთმანეთს გავაცანით შერჩეული პროექტის იდეები.მივწერეთ კომენტარები.გავაკეთეთ ბროშურის შაბლონები.

ჩემი პროექტის იდეა

როდესაც ადამიანი პირველად იღებს ხელში სიგარეტს,სამწუხაროდ არ ფიქრობს იმ მძიმე და სავალალო შედეგებზე,რასაც თამბაქოში შემავალი მომწამვლელი ნივთიერებებეი იწვევს. თამბაქოს მავნებლობაზე დღეს ბევრს ვსაუბრობთ.მითუმეტეს,რომ ამ მავნე ჩვევას არცთუ იშვითად ადრეულ ასაკში იძენენ ადამიანები, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.
პრობლემის არსში უკეთესად ჩაწვდომის  და მისი დადებითად გადაჭრის მიზნით მოსწავლეები ამზადებენ კითხვარს მოსახლეობისათვის.პარალელურად ექიმისაგან იღებენ სათანადო ინფორმაციას თამბაქოს მოწევის რისკებთან დაკავშირებით,რასაც გამოიყენებენ სლაიდშოუს სახით პრეზენტაციის მოსამზადებლად. ამასთან მთელი კლასის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოამზადებენ პლაკატს,რომელშიც აისახება მათი დამოკიდებულება ისეთი მავნე ჩვევის შესახებ, როგორიცაა თამბაქოს მოწევა.